სომხეთის არჩევნებში, ხმების 86.4%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს - Palitra News

სომხეთის არჩევნებში, ხმების 86.4%-ის დათვლის შედეგად, ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

2021-06-21 09:04:31+04:00

სომხეთში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტია ლიდერობს.

სომხური მედიის ინფორმაციით, ხმების 86.4%-ის დათვლის შემდეგ, ფაშინიანის პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმება“, ხმების 55.02% მოიპოვა. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 20.41%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი - ხმების 4.1%.

შეგახსენებთ, სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი იყო 2000-მდე საარჩევნო უბანი. კენჭისყრა დილის 8:00 საათზე დაიწყო და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

არჩევნებში 21 პარტია და 4 ბლოკი მონაწილეობდა.