„კომპანია უკვე მსოფლიოს 6 კონტინენტზე, 32 ქვეყნაში გადის ექსპორტზე“- ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ თხილის გადამამუშავებელ კომპანია „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსში” განუცხადეს.
კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ პანდემიამ მათი კომპანიისათვის, მხოლოდ მცირე შეფერხებები გამოიწვია. მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, კომპანიამ ახალი საექსპორტო ბაზრებიც აითვისა. კერძოდ, კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ევროპის ბაზრები მეტ-ნაკლებად სტაბილურია, გერმანია და იტალია ყოველთვის გამოირჩევა მაღალი მოთხოვნით, ასევე ესპანეთიც. წელს კი ექსპორტიორ ქვეყნებს დაემატა არგენტინაც, სადაც აქამდე თხილის ექსპორტი არ ხდებოდა.
ცნობისთვის, სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი” 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. კომპანია წლის განმავლობაში საშუალოდ 2 ათასიდან 2 ათას 500 ტონა თხილს ამუშავებს.