ჩვენ გვინდა პროტესტის ძირითად ადგილზე დაბრუნება, სადაც კარვები დაგვირბიეს. კომპანია იქ არ გვიშვებს და ამბობს, რომ ეს მისი კერძო საკუთრებაა - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით ,რკინის ბარიერების აღების გარდა, რიონის ხეობის მცველების არცერთი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რიონის ხეობის მცველები პროტესტის გამოხატვას გუმათში განაგრძობენ.