საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილე იმყოფება. გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები მასპინძლობენ.
ნატოს სახმელეთო სარდლობის მეთაურის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ. მინისტრის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტ რიჩარდ კრიპველს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ნატოს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.