10 წლამდე ასაკის ბავშვს საქართველოში PCR-ის გარეშე შემოუშვებენ - Palitra News

10 წლამდე ასაკის ბავშვს საქართველოში PCR-ის გარეშე შემოუშვებენ

2021-06-18 11:03:57+04:00

10 წლამდე ასაკის ბავშვს საქართველოში PCR-ის გარეშე შემოუშვებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი გათავისუფლდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან.

დადგენილება უკვე ძალაშია.