საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა წერილობითი მოთხოვნაზე, რომელიც საავტორო უფლებებს ეხება, დღეს პარლამენტის კულტურის კომიტეტში იმსჯელებენ.
მუსიკოსები საკანონმდებლო ჩანაწერის გადახედვას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, მათი ნაწარმოებების შესრულებისთვის ჰონორარების განაწილების უფლებას მათთვის სანდო ორგანიზაციას ანდობენ. კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილნი იქნებიან როგორც მუსიკოსები, ასევე რესტორნების ასოციაცია და საქპატენტის წარმომადგენელი.
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, კომიტეტის წევრები სიღრმისეულად შეისწავლიან აღნიშნულ პრობლემას. მეზურნიშვილის განცხადებით, კომიტეტის მიზანია, მოხდეს მუსიკოსების უფლებების დაცვა.