საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ანტალიას ეწვევა, სადაც ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
დიპლომატიურ ფორუმს ანტალიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გახსნიან. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, დიპლომატები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები წელს ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ პანდემიის გამოწვევებზე, გლობალურად შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და ამ კონტექსტში დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე.
დავით ზალკალიანი აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს პანელზე – სამხრეთ კავკასია: ახალი შესაძლებლობები რეგიონალური მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს კოლეგებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.