სალომე ზურაბიშვილი - ქართული მრავალხმიანი სიმღერა ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი - ქართული მრავალხმიანი სიმღერა ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია

2021-06-18 09:07:01+04:00

ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა. მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა.