ნიკა მელია აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ის კონგრესმენებს შეხვდა. მათ შორის, დეივიდ პრაისს. შეხვედრა გაიმართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, ჯონ ტეფტთან.
ნაციონალური მოძრქობის ლიდერი შეხვდა გავლენიანი ორგანიზაციების, მათ შორის მარშალის ფონდის, კარნეგის ფონდის და კენანის ინსტიტუტის წამყვან მკვლევარებსაც.
მასპინძლებმა ხაზი გაუსვეს ნიკა მელიას როლს ოპოზიციის გაერთიანების საქმეში და აღნიშნეს, რომ ციხეში მისი ყოფნა, საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემური საკითხი იყო.