თბილისის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან გადმომხტარი მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში, მართვით სუნთქვაზეა. ექიმის თქმით, დაშავებულს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. შემთხვევა გუშინ წერეთლის გამზირზე მოხდა. 46 წლის მამაკაცი პოლიციაში შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. პროცედურების მიმდინარეობის დროს შენობის მეორე სართულიდან გადახტა.