31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებს აგრძელებს. კომისიის წევრების კითხვებს დღეს გურჯაანის მესამე უბნისა და ნაძალადევის 66-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ამ ოლქების თავმჯდომარეები უპასუხებენ. კითხვები ძირითადად ამ უბნებზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებს შეეხება.
ორშაბათს კი, პარლამენტში ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და პროკურატურის წარმომადგენელს ელოდებიან.
ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო კომისიის მუშაობას ყალბს უწოდებენ. ისინი პროცესში ჩართვას არ აპირებენ.