ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია "ქართული ოცნების" მხრიდან გაყინულია,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ბოლო 9 წლის განმავლობაში ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.