თურქეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დაახლოებით 33.7 მილიონი დოზაა გამოყენებული, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, თურქეთში, სადაც დაახლოებით 83.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის თითქმის მეოთხედს აქვს მიღებული, 13.7 მილიონი მოქალაქე კი სრულად არის ვაქცინირებული.
თურქეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ვირუსს 48 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.