აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არსებობს ”გარანტია” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქცევის შეცვლის. მისივე თქმით, არსებობს საკითხები, რომელთა გამოყენებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია.
”არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის ქცევა. ავტოკრატებს აქვთ უზარმაზარი ძალა და მათ არ სურთ უპასუხონ საზოგადოებას",- თქვა ბაიდენმა.
კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს, რომ პუტინი არ შეცვლის ქცევას აშშ-ს ყველა ქმედების საპასუხოდ, ბაიდენმა სიცილით უპასუხა: "ის ვლადიმერ პუტინია".
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ მას ამხნევებს პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა კიბერდამნაშავეების ექსტრადირებისთვის, თუ შეერთებულმა შტატებმაც იგივე გააკეთა.