თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და რამდენიმე მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა რამედნიმე ადამიანი.