აშშ-ის ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში სროლისას მინიმუმ 12 ადამიანი დაშავდა. მომხდარს ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს. დაშავებული მოქალაქეები საავადმყოფოში პოლიციის, სასწრაფო დახმარების და კერძო ავტომობილების საშუალებით გადაიყვანეს. CNN-ის ცნობით, ორი პაციენტის მდგოამრეობა კრიტიკულია. „სამედიცინო სამსახურმა კიდევ ორი პაციენტი გადაიყვანა ადგილობრივ ტრავმატოლოგიურ დაწესებულებაში. ჯამში პაციენტების რიცხვი 12-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია სამედიცინო სამსახურის მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა ინციდენტის ადგილს არ მიუახლოვდნენ. მომხდარის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.