ბრიტანეთის სასტუმრო, რომელიც "დიდი შვიდეულის" დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კოვიდ 19-ის შემთხვევების გამო დახურეს - Palitra News

ბრიტანეთის სასტუმრო, რომელიც "დიდი შვიდეულის" დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კოვიდ 19-ის შემთხვევების გამო დახურეს

2021-06-11 09:07:55+04:00

ბრიტანეთის ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც „დიდი შვიდეულის“ სამიტისთვის ჩასულ გერმანიის დელეგაციის წევრებს მასპინძლობდა, კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების გამო დროებით დახურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19 სასტუმროს რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. სასტუმროს სტუმრებს შორის იყვნენ გერმანიის დელეგაციის უსაფრთხოების თანამშრომლები და ამერიკელი ჟურნალისტები.

ადმინისტრაციის განაცხადებით, სასტუმრო მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნება, რაც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება და თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა ეყოლებათ.