ქალბატონო ანა, რომ გამოხვედით აქ მაღალფარდოვანი სიტყვებით, მესმის, რომ ახალშემოსული ხართ, მაგრამ ცოტა ისტორიას გადახედეთ და გიგაბაიტები დაუმატეთ თქვენ პოლიტიკურ მეხსიერებას, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანა წითლიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება განიხილება.თალაკვაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მათ მუშაობა არ უნდათ და ცდილობენ „6-მილიონიანი დაფინანსება ჩაიდონ ჯიბეში“.