პარლამენტის პლენარული სხდომა რეზო გაბრიაძის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა. სხდომის დაწყებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რეზო გაბრიაძემ ძალიან დიდი სამყარო დატოვა არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მისი თქმით, რეზო გაბრიაძე იყო ადამიანი, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს.
ქართველი მხატვარი, რეჟისორი და მწერალი რეზო გაბრიაძე რამდენიმე დღის წინ, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.