საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციონერი დეპუტატების ზურაბ ჯაფარიძის, თამარ კორძაიასა და ელენე ხოშტარიას სარჩელის განხილვა დაიწყო. მოსარჩელეები პარალამენტის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის საფუძველზეც მათ დეპუტატის უფლებამოსილება არ შეუწყვიტეს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
მოსამართლეებს განსხვავებული პოზიციები აქვთ, ნაწილი ფიქრობს რომ შესაძლოა მოსარჩელეებმა სარჩელი გაითხოვონ რადგან შეიცვალა პოლიტიკური რეალობა, ნაწილი კი ამბობს რომ საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელებენ. პროცესი დისტანციურად მიმდინარეობს.