ჩვენი შემოსვლის მიზანი არ არის, რომ ვინმე ან კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს ან რაიმე თანამდებობა დაიკავოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, სხვა პარტიები რას გადაწყვეტს მათი საქმეა, თუმცა, ნაციონალური მოძრაობა კომიტეტების თავმჯდომარეობას არ მოითხოვს