მართლმადიდებელი სამყარო ამაღლებას ზეიმობს - Palitra News

მართლმადიდებელი სამყარო ამაღლებას ზეიმობს

2021-06-10 09:15:33+04:00

მართლმადიდებელი სამყარო 10 ივნისს ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღსრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ზეიმობს.

წმინდა სახარების მიხედვით, ქრისტე თავის მოწაფეებს აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.