მიხაელ ნოერის კრიმინალური დრამა "ფარვანა", რომლის პრემიერა 2017 წელს შედგა ტორონტოს კინოფესტივალზე, ერთის მხრივ, ანრი შარიერის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია, მეორეს მხრივ, ფრანკლინ შეფნერის ამავე სხელწოდების სათავგადასავლო ფილმის რიმეიქია. მართალია, ნოერის ნამუშევარმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, მაგრამ კრიტიკოსები აღმოჩდნენ უკმაყოფილო, რომელთაც საკმაოდ ცივად მიიღეს ჯერ ბესტსელერად, მერე კინოკლასიკად ქცეული "ფარვანას" ახალი ვერსია.
ერთგვარი ამონარიდია ყოფილი პატიმრის ანრი შარიერის ავტობიოგრაფიული წიგნიდან, რომელმაც 1973 წელს ცნობილ სცენარისტსს დალტონ ტრამბოს გაუწია პარტნიორობა და სიამოვნებით იმუშავა საკუთარი რომანის ადაპტაციაზე. ავანტიურისტ შარიერს 1931 წელს მიესაჯა სამუდამო პატიმრობა მკვლელობისთვის, მაშინ როცა მისივე განცხადებით, მხოლოდ მძარცველი იყო, ფრანგული გვიანას კატორღაში კი, სადაც კრიმინალები მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, მოსამართლის დამსახურებით აღმოჩნდა, რომელმაც თავიდანვე აითვალწუნა და მიკერძოებით გამოუტანა განაჩენი.
უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, შარიერი, რომელმაც გულზე ტატუს წყალობით შეიძინა "ფარვანას" სახელი", ნამდვილად არ აპირებდა მთელი ცხოვრების „სენ ლორან დიუ მარონის“ სისასტიკით განთქმულ ციხეში გატარებას, სადაც პატიმრების ბედს მეციხოვნეები განკარგავდნენ. რამდენიმე მარცხიანი მცდელობის შემდეგ, შარიერმა მაინც მოახერხა საპატიმროდან თავის დაღწევა და ვენესუელაში გაქცევა, 1969 წელს კი, ავტობიოგრაფიული რომანი გამოაქვეყნა, რომელიც 21 კვირა ლიდერობდა ფრანგული ბესტსელერების ნუსხაში, 13 მილიონ ეგზემლარად გაიყიდა და 30 ენაზე ითარგმნა.
სხვათა შორის, წიგნის ამგვარმა წარმატებამ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ქვეყნის მორალური დეგრადაცია სწორედ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ბოროტმოქმედს და მისი რომანის მიმართ არაჯანსაღ ინტერეს დააბრალა, „ჩვენი მთავარი პრობლემა - საეჭვო ლიტერატურით გატაცებაა, ძალიან მიკვირს, რომ ჩვენს პროგრესულ საზოგადოებას სხვა არაფერი აინტერესებს გარდა ყოფილი კრინმინალის ისტორიისა“, - დანანებით აღნიშნა რაიმონ მარსელენმა, რომელმაც ვერაფრით გაიგო რით მოხიბლა პუბლიკა შარიერის რომანმა.
აღსანიშნავია, რომ რადენიმე წლის შემდეგ შარიერის რომანმა ცხარე დისკუსია გამოიწვია. უამრავი ცდომილების და საეჭვო ფაქტს აღმოჩენის შემდეგ ისტორიკოსებმა დეტალური კვლევა ჩაატარეს და ოფიციალურ დოკუმენტებიც მოიძიეს, რომელთა წყალობით არა მხოლოდ „სენ ლორან დიუ მარონის“ ციხეში პატიმრობა, არამედ მისი ბრალეულობაც დაადასტურეს, თუმცა უარყვეს რომანში აღწერილი გაქცევის ცხრა მცდელობა, რადგან 11 წლის მანძილზე, სანიმუშო პატიმარის რეპუტაციის მქონე "ფარვანას" არა თუ გაქცევა, წვრილმანი წესის დარღვევაც არ უცდია, ავტობიოგრაფიად გასაღებული რომანი კი, სინამდვილეში სხვა კატორღელების ისტორიების ნაკრებია, რომელთაც თავი მოუყარა და ერთიან რომანად აქცია. მკვლევარების მოსაზრება გაიზიარა კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ვინმე შარლ ბრიუნეიმაც, რომელმაც სიამაყით განაცხადა,თითქოს სწორედ მისი მონათხრობი გამოიყენა შარიერმა საკუთარი რომანის სიუჟეტად.