მიხეილ ყაველაშვილი, შოთა ხაბარელი და გუბაზ სანიკიძე პარლამენტში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს გუბაზ სანიკიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.
ყაველაშვილსა და სანიკიძეს შორის კამათი გუბაზ სანიკიძის კითხვას მოჰყვა, როდესაც მან მოითხოვა პასუხი კითხვაზე, ვინ და რატომ ჩამოიყვანა სერგეი გავრილოვი თბილისში.