ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღებას მხარ დაუჭირა - Palitra News

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღებას მხარ დაუჭირა

2021-06-09 15:00:02+04:00

ევროპარლამენტმა ციფრული კოვიდსერტიფიკატების შემოღების ინიციატივას მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე ციფრულ კოვიდსერტიფიკაციებთან დაკავშირებულ რეგულაციებს მხარი 543 -მა კანონმდებელმა დაუჭირა, 93 - წინააღმდეგი წავიდა, 46-მა კი - თავი შეიკავა.

რეგულაციების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნის ხელისუფლების მიერ კოვიდსერტიფიკატის გაცემა უფასოდ მოხდება ქაღალდის დოკუმენტის ან ციფრული სახით. დოკუმენტში დამოწმებული იქნება, რომ პირი ვაქცინირებულია, ან კოვიდ-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს ან ვირუსი გადაიტანა.

ახალი რეგულაცია ძალაში 2021 წლის 1-ელი ივლისიდან შევა და 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ევროკავშირის ნებისმიერმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის სხვა ქვეყნის მიერ გაცემული ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინებით აცრილების კოვიდსერტიფიკატები.