გიორგი ვაშაძე - გიორგი გახარია ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის იბრძვის და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს - ირაკლი კობახიძეს - Palitra News

გიორგი ვაშაძე - გიორგი გახარია ივანიშვილის კარზე პირველი ვეზირობისთვის იბრძვის და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს - ირაკლი კობახიძეს

2021-06-09 13:04:28+04:00

ივანიშვილის კარზე ერთ-ერთი ვეზირის ინტერვიუ მოვისმინეთ, რომელიც პირველი ვეზირობისთვის იბრძვის და ებრძვის მეორე პირველ ვეზირს - ირაკლი კობახიძეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კარგად გამოჩნდა, რომ ადგილი აქვს ვეზირთა ბრძოლას სამეფო კარზე პირველობისთვის.