საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე სანამ აქცია დასრულდა პარლამენტში ვიმყოფებოდით. შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გააკეთა არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას მიერ ერთ-ერთ გადაცემაში გასულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის მოვლენების დროს “ქართული ოცნების” წარმოამდგენლები იმალებოდნენ.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ დღეს თავადაც სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.