ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ერვოკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტს მართლმსაჯულების სექტორში თანამშრომლობა წარმოადგენს.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის“ ძირითადი ფოკუსი რეფორმების მე-3 და მე-4 ტალღების სრულად დანერგვაზე იყო მიმართული, რაც, ძირითადად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის გამჭვირვალობის გაზრდას, პროცედურების დახვეწას და დასაბუთების სტანდარტების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.