მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიის შესვლას მხარს უჭერს - Palitra News

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიის შესვლას მხარს უჭერს

2021-06-08 16:52:23+04:00

მეუფე ნიკოლოზი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მედიის შესვლას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სოცმუშაკებს სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდებათ, რომ იმუშაონ.

მისივე თქმით, ბავშვთა სახლი ხელმძღვანელის და პერსონალისა ბავშვების ჩათვლით დაძაბულები არიან. მეუფე ნიკოლოზი მედიას სთავაზობს, პირველ ეტაპზე შევიდნენ და დაათვალიერონ. მეორე ეტაპი იყოს კამერებისა და მიკროფონების გარეშე, და მესამე ეტაპზე სრულად გაიხსნას პანსიონი.