პარლამენტის შესასვლელთან აქტივისტებმა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მისვლას პარლამენტთან ელოდებოდნენ და აპირებდნენ, რომ მათთვის „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყოთ, ტერიტორია დატოვეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი აქციას აღარ გამართავენ, რადგან არ აპირებენ „ნაციონალურ მოძრაობასთან" პოლემიკაში შევიდნენ.
აქციის მონაწილეები „ნაციონალური მოძაობის“ პარლამენტში შესვლას დილიდან აპროტესტებდნენ. მათ პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან „პუფებიც“ ჰქონდათ მიტანილი და აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სწორედ ამ „პრინციპული პუფების“ კორიდორის გავლა მოუწევდათ.