ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დაკავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის, დიმიტრი დევდარიანის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა. სასამართლოს მიერ აღნიშნულ შეთავაზებაზე ბრალდებულმა თანხმობა განაცხადა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი ბიჩელაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. ბიჩელაშვილის ადვოკატის, უშანგი მგელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია და მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. ბიჩელაშვილის საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება და მოსამართლე განიხილავს.
სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.