პაკისტანის სამხრეთ ნაწილში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 56-მდე გაიზარდა. - ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელს, რომელიც რელსებიდან გადავიდა, მეორე მატარებელი შეეჯახა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 30 გარდაცვლილისა და 100-ზე მეტი დაშავებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, როდესაც მაშველებმა ვაგონების ქვეშ მოყოლილი ადამიანების გამოყვანა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მსხვერპლის რაოდენობა მეტი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოებში მკურნალობას 23 დაშავებული მგზავრი განაგრძობს. შემთხვევის დროს ორივე მატარებელში ერთად 1 388 მგზავრი იმყოფებოდა.