დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აცრილი მოქალაქეებისთვის გარკვეულ შეღავათებზე მსჯელობა მიმდინარეობს.
როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, საუბარია გარკვეულ შეღავათებზე „კომენდანტის საათთან“, სამასპინძლო დაწესებულებებთან, ან პირბადის ტარებასთან მიმართებაში.
თუმცა, გამყრელიძის თქმით, სანამ კუმულაციური, კრიტიკული მასა ქვეყანაში არ აიცრება პირბადის ტარებაზე უარს ვერ ვიტყვით.