ინდოეთში, გასული დღე-ღამოს განმავლობაში, კორონავირუსის 86 498 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 66 დღეში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 2 123 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან, ინდოეთში კოვიდ-19-ის 28 996 473 შემთხვევაა დადასტურებული. დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. ვირუსს დღემდე 351 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.