პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ახალბედა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად პარლამენტში დღეს საკანონმდებლო ინიციატივას დაარეგისტრირებს.
ანა დოლიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობა დისკრიმინაციულია იმ თვალსაზრისით, რომ ახლად ჩამოყალიბებულ პარტიებს ძველებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი ხელმოწერის შეგროვება სჭირდებათ.
ანა დოლიძეს იმედი აქვს, რომ ინიციატივა დაკმაყოფილდება და ამ მიმართულებით ცვლილებებიც განხორციელდება.