პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორი დეპუტატით - საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას განიხილავს - Palitra News

პოლიტიკური ჯგუფის შექმნა ორი დეპუტატით - საპროცედურო საკითხთა კომიტეტი პარტია "მოქალაქეების" ინიციატივას განიხილავს

2021-06-08 08:59:25+04:00

პარტია „მოქალაქეებმა“ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორი დეპუტატიც შეძლებს. ინიციატივას დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

საუბარია სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებულ სტრუქტურულ ერთეულზე – ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფზე, რომლის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს გააჩნია.