"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება - Palitra News

"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვება

2021-06-08 08:57:44+04:00

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეიდან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. პოლიტიკურ ძალას 32-წევრიანი საპარლამენტო ფრაქცია ექნება, რომელსაც ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

პარლამენტში შესვლის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებენ.

ხატია დეკანოიძის თქმით, პარტიის საპარლამენტო გეგმებთან და სტრატეგიასთან დაკავშირებით განცხადებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს.