დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა დაგვყარა და მიგვატოვა - თეა წულუკიანი გახარიაზე - Palitra News

დამრჩა განცდა, რომ ლიდერმა დაგვყარა და მიგვატოვა - თეა წულუკიანი გახარიაზე

2021-06-07 12:47:23+04:00

თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თმით, „ქართული ოცნებისთვის“ გაუგებარი იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ.

წულუკიანმა ასევე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის გუნდის წევრები რეგიონებში შეხვედრებზე აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი მათ მხარს უჭერს. მისივე თმით, გუნდის შიგნით გახარია ყოველთვის აცხადებდა, რომ ნიკა მელიასთან მიმართ აღმასრულებელ ხელისუფლებას კანონი უნდა დაეცვა, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა, რითაც ყველა გააოცა.