პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში სრული ოპოზიციური სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ფრაქციების მუშაობაც ამომრჩევლის ინტერესების დასაცავად იქნება მიმართული. როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, კარგია, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედა და პარლამენტში საქმიანობას გააგრძელებს.
ცნობისთვის, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 7 ივნისის სხდომაზე ორი ოპოზიციური ფრაქციისა და ერთი პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის საკითხს განიხილავს.