ბიძინა ივანიშვილი გავრცელებულ განცხადებაში "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" სრული ანტიპოდია "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსული მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. მისი თქმით, საკმარისია ეს ლიდერი სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტიე მყისიერად ჩამოიშლება.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს.