ნუცა ბუზალაძემ Kenga Magjike-ზე მოპოვებული გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა - Palitra News

ნუცა ბუზალაძემ Kenga Magjike-ზე მოპოვებული გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა

2021-06-06 13:07:29+04:00

ქართველი მომღერალი – ნუცა ბუზალაძე არ წყვეტს საერთაშორისო აუდიტორიის აღფრთოვანებას და ამჯერად საქართველო ალბანეთში ჩატარებულ ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალზე – Kenga Magjike-ზე ასახელა. მომღერალმა Big International-ის კატეგორიაში გაიმარჯვა.აღსანიშნავია, რომ დაჯილდოების ცერემონიაზე ვარსკვლავმა საკუთარი გამარჯვება საქართველოს მიუძღვნა.