სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ - Palitra News

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოცმუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ

2021-06-05 17:43:34+04:00

ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ელენე მარტაშვილის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკები თითოეულ აღსაზრდელთან ინდივიდუალურად იმუშავებენ, შეაფასებენ და სამოქმედო გეგმა ამის მიხედვით გაიწერება. როგორც მარტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი გაკეთდება, რათა ბავშვთა უფლებები დაცული იყოს.