თბილისში, ბავშვთა ქალაქ „მზიურში", ღონისძიება „საპარლამენტო თავგადასავალი მზიურის პარკში"გაიმართა. როგორც ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა განაცხადა საქართველოს პარლამენტი გაეროს განვითარების ფონდთან და ევროკავშირთან ერთად იწყებს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს , რაც საქართველოს სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ სწავლების დაწყება სგულისხმობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა სახელმძღვანელო, ასევე მეთოდური სასწავლო მასალები, რაც მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, მოსწავლეები უფრო მეტად ჩართონ სამოქალაქო აქტოვობებში.