დონალდ ტრამპი - როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგთან სადილი აღარ გაიმართება - Palitra News

დონალდ ტრამპი - როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგთან სადილი აღარ გაიმართება

2021-06-05 14:32:59+04:00

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კომპანია Facebook-ის მიერ მისი ანგარიშის დაბლოკვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მარკ ცუკერბერგს თეთრ სახლში სადილზე აღარ მიიწვევს. „შემდეგ ჯერზე, როდესაც თეთრ სახლში ვიქნები, მარკ ცუკერბერგსა და მის მეუღლესთან სადილი აღარ გაიმართება,“- ამბობს ტრამპი. შეგახსენებთ, კომპანია Facebook-მა დონალდ ტრამპის გვერდის დაბლოკვა მინიმუმ 2023 წლის იანვრამდე გაახანგრძლივა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2023 წლის შემდეგ ტრამპს Facebook-ით სარგებლობა შეეძლება, თუკი საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკი მოიხსნება. Facebook-მა იმჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში განუსაზღვრელი ვადით 7 იანვარს დაბლოკა, რადგან ის კაპიტოლიუმზე თავდასხმის მონაწილეთა შესაძლო წაქეზებაში დაადანაშაულა.