„ჰამასის“ წარმომადგენელი ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოქმედ შეთანხმებას მყიფეს უწოდებს.
თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მანამ დაიცავენ, სანამ მას ისრაელი იცავს. ”თუ ისრაელი შეთანხმებას არ შეასრულებს, ბუნებრივია, რომ ჩვენ მას დავუპირისპირდეთ”, - განაცხადა აბუ ზუჰრიმ.
მისი თქმით, მხარეებმა მიაღწიეს ორმხრივ და ერთდროულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არა ზავს.
„ეს შეთანხმება მყიფეა ოკუპაციის სისხლიანი და კრიმინალური ხასიათის გამო“, - აღნიშნა „ჰამასის“ წარმომადგენელმა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 21 მაისიდან ამოქმედდა.