საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - Palitra News

საპატრულო პოლიციამ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

2021-06-04 11:59:28+04:00

თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 ივნისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.