პარლამენტის თავმჯდომარე „ლიბერთი ბანკის“ დირექტორს შეხვდა. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ.
განხილვის მთავარი თემა პენსიონერებისათვის უფრო ხელსაყრელი და მოქნილი საბანკო პირობების შექმნა იყო. საუბარი შეეხებოდა პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთის შემცირებას.