24 ივნისს ამერიკული კორპორაცია Microsoft ოპერაციული სისტემა Windows-ის ახალ ვერსიას წარმოადგენს. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ აღნიშნულია პრეზენტაციაზე დასასწრებად დაგზავნილ მოსაწვევებში, რომელსაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აწერს ხელს.
მისივე თქმით, პროგრამული უზრუნველყოფის ახალი სისტემა პერსონალური კომპიუტერებისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ ნიშანდობლივ ცვლილებას ბოლო ათწლეულის ოპერაციული სისტემების სფეროში. განახლდება მისი დიზაინი, Microsoft Store-ში დამატებითი შესაძლებლობები იქნება გათვალისწინებული და რაც მთავარია, მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი გახდება.
პროგრამული განახლება, პირველ რიგში, ე.წ. დამოუკიდებელი ინსაიდერებისთვის გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო ფართო ბაზარზე მისი ჩაშვება შემოდგომიდან დაიწყება.