აზერბაიჯანი სომხეთის მხარეს საზღვრის დარღვევაშია დანაშაულებს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სომხეთის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 40-მა წარმომადგენელმა საზღვარი დაარღვია და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქალბაჯარის რაიონის სოფელ არმუდლუსთან 400 მეტრის სიღრმეში შეაღწია. სამინისტროს ცნობით, შემთხვეა 1-ელ ივნისს, დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ მიღებული ზომების შედეგად, სომეხმა სამხედროებმა თავდაპირველი პოზიციებისკენ დაიხიეს.
„მათი გაძევების დროს იარაღი არ იქნა გამოყენებული. სომხეთის შეიარაღებული ძალების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეღწევა კიდევ ერთი პროვოკაციაა და ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სომხურ მხარეს ეკისრება“, - აღნიშნავენ აზერბაიჯანის თავდაცვით უწყებაში.