ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ორი სამგზავრო ავტობუსის აფეთქების შედეგად მინიმუმ 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ორივე აფეთქება დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა, სადაც ბევრი შიიტი ცხოვრობს. ქაბულის პოლიციის პრესსპიკერის, ფერდავს ფარამარზის თქმით, შემთხვევების შედეგად 10 მოქალაქე დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.
აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ძალადობის ფაქტებმა განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ჯარებს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე გაიყვანდა.